15 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"გაბედულობით ევროპისათვის" - "ქართული ოცნება" ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას

"ქართული ოცნება" ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.

კონგრესი PES-ის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება და მასში მონაწილეობას ევროპის ქვეყნების მთავრობათა ლიდერები და პარტიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ, მათ შორის: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.

"ქართული ოცნების" დელეგაციას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კონგრესის დევიზია "გაბედულობით ევროპისათვის", რომლის დროსაც PES-ის ლიდერები ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის 30 წლის გამოცდილებას შეაჯამებენ.

"დღეს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის სოციალ-დემოკრატების პარტიის ყრილობის მუშაობაში. ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ორმხრივი ურთიერთობებიც გავაღრმავოთ ჩვენს პარტნიორებთან. შედგება სხვადასხვა შეხვედრა. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, როგორც პარტიული კუთხით, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების უფრო მყარად რელიაზებისათვის. ერთ-ერთი მთავარი თემა კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება, ამ კუთხით კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანელების როლი,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით კი, წამყვანი პოლიტიკური პარტიები გერმანიის ბუნდესტაგში მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. 

დღის ამბები