ოპოზიციის მხრიდან დეოლიგარქიზაციის კანონის კრიტიკას მოძრაობა "ხალის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა. ხუნდაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაში აღნიშნული პუნქტის არსებობას სამარცხვინოს უწოდებს.
"სამარცხვინო რეზოლუცია იქნება მიღებული, ევროპიდან გამოგზავნილი, ევროსაბჭოს მიერ. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა აღიარა, რომ ეს რეზოლუცია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა. სწორედ ამის გაგრძელება იყო შემდეგ უკვე ადგილზე ისტერიული მოთხოვნა ამ სახით ამ კანონის მიღებისა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაიწყეს მათ ბატონი ბიძინას წინააღმდეგ ორკესტრირებული ამდაგვარი კანონის შემუშავება, რომელსაც საფუძველი თავიანთ ჭკუაში შეუქმნეს, მაგრამ მათივე დაწყებული საქმე მიადგა მათივე დამფინანსებელს - კეზერაშვილს, ახლა უკვე ეს აღარ მოსწონთ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.