19 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
რას ამბობს "გრინსერვისის" წარმომადგენელი მომხდარ ტრაგედიაზე - "კურიერმა" კომპანიის მეწილე ექსკლუზიურად ჩაწერა

ვაკის პარკის შადრევანზე სამუშაოებს "გრინსერვის პლუსი" ასრულებდა. "კურიერმა" ექსკლუზიურად ჩაწერა კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი. 

ის ამბობს, რომ ელოდებიან გამოძიების შედეგებს. ვინ არის პასუხისმგებელი, დეტალებზე "გრინსერვისში" არ საუბრობენ. ადგილზე ცოტახნის წინ მივიდნენ სამართალდამცველები.

"გრინსერვისის" მეწილის, ტარიელ კიკნაძის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ მომხდარში კომპანიის ბრალეულობა იყოს.

"კომპანია "გრინსერვისში" ეს საკითხი დგას უმაღლეს დონეზე და მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ აქ ჩვენი ბრალეულობა იყოს. გამოძიება როგორც ვიცი დაწყებულია და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება. ქვეკონტრაქტორები გვყავს, მაგრამ ამ კონკრეტულ სამუშაოზე იყვნენ თუ არა ამაზე ინფორმაცია არ მომენტში არ მაქვს," - აცხადებს კომპანიის მეწილე.

დღის ამბები