15 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ოპოზიციური ერთობის კიდევ ერთი მცდელობა, რომლის შესახებაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არაფერი იცის - "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივა პროქართულ-ევროპული გაერთიანების შექმნას გულისხმობს

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამტკიცებენ, რომ ოპოზიციურ ერთობაზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს, პარტიის სურვილია გააერთიანოს ოპოზიციის ყველა ის წარმომადგენელი, ვინც მზადაა რეკომენდაციები შეასრულოს და ხელისუფლება შეცვალოს. ისინი კი, ვინც ამ ერთობას არ შეუერთდებიან, გიორგი ვაშაძე პოლიტიკური პროცესებიდან გარიყვას ჰპირდება. მან ეს განცხადება ერთ-ერთ მედიაში გააკეთა, მას შემდეგ კი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, პროქართული ევროპული ოპოზიციის იდეაზე ვაშაძის თანაგუნდელმა ისაუბრა.

კონკრეტულად ვის ესაუბრებიან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები და ვისთან მართავენ კონსულტაციებს უცნობია, ოპოზიციის ნაწილი ვაშაძის ახალ იდეას არ იცნობს. ამბობენ, მხოლოდ ერთს, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ერთმანეთს ისედაც ხვდებიან. დღეს ამ ნაწილმა, პოლიტიკური პროცესებიდან ოპოზიციის გარიყვის საკითხზე საუბარი არ ისურვა.

ოპოზიციის ერთობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილში. მათ "სტრატეგია აღმაშენებლიდან" არავინ დაკავშირებია. პარტიების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთობა რეკომენდაციების შესასრულებლად საჭიროა, თუმცა არა პარლამენტს მიღმა, არამედ სწორედ საკანონმდებლო ორგანოში. ოპონენტები ვაშაძეს იმ განცხადების გამო აკრიტიკებენ, სადაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ოპოზიციის პოლიტიკური ძალების პროცესებიდან გარიყვაზე ისაუბრა.

ოპონენტების გაერთიანების საკითხს არასერიოზულად უყურებენ მმართველ პარტიაში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მათი თქმით, ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებები არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ ადგილი სადაც რეკომენდაციებზე პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ საკანონმდებლო ორგანოა.

ვის ვიხილავთ გიორგი ვაშაძის ახალ პლატფორმაში უცნობია, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ჯერ დეტალებზე არ საუბრობს. კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ თავად ოპოზიციაშიც.

დღის ამბები