15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელმა ჯგუფმა დასკვნა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა

სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელმა ჯგუფმა დასკვნა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომელმაც მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათთვის ჯგუფის შეფასებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და უკვე ჰყავთ სამი გამორჩეული კანდიდატი, დანარჩენებს კი ერთიანი შეთანხმების საფუძველზე დაასახელებენ. შერჩევის შემდეგ, კანდიდატები საკომიტეტო მოსმენებს გაივლიან, მისაღები კანდიდატის დასამტკიცებლად კი 90 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო.

დღის ამბები