ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესის ოფიციალურ გახსნამდე, "ოცნების" დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სოციალ-დემოკრტიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კინბაიდს შეხვდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრა პროდუქტიული და მეგობრული იყო. მისივე თქმით, საუბარი როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობას, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს შეეხო.
"ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარესთან ლარს კლინგბაილთან, ჩვენ გვქონდა საუბარი როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენს პარტიასა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.