თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, უწმინდესის სამძიმრის წერილს ეხმიანება, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
"თუ გარდაცვალება დასაწყისია, გერმანიაში რატომ დაჰყავთ ეს გარდაცვალების აღსაკვეთად?" - წერს ჩერგოლეიშვილი.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.