ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რეზოლუციაში პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახოს მხარდაჭერა," – განაცხადა კობახიძემ.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების საიუბილეო კონგრესი მიმდინარეობს. პარტიას 30 წელი უსრულდება. კონგრესის პარალელურად კი, სოციალ-დემოკრატებმა ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.
დელეგატებს შორის არიან "ქართული ოცნების" წევრებიც. დელეგაციას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.