15 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
რუანდაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს

რუანდაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დილიდან, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს. დღის მანძილზე პირველი კანონმდებელი ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდება.

მხარეებს შორის დისკუსიის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ქვეყნების მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დაგეგმილი შეხვედრების შესახებ საუბრობს და იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ამ შეხვედრებზე განიხილავენ.  

"გვექნება შეხვედრები ჩვენს აფრიკელ კოლეგებთან, სხვადასხვა სახელმწიფოებთან. როგორც დასავლეთ აფრიკის, ასევე სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოებთან და რა თქმა უნდა, ძირითადი საკითხი ეს არის მათ მიერ საქართველოს მხარდაჭერა გაეროში, ჩვენი რეზოლუციების მხარდაჭერა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ზოგადად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ მხრივ რომ არ აღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებულად გაგრძელებული და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყველა ქვეყანას მივაწოდოთ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია იმ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომელსაც რუსეთი დგამს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები