15 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან - პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის ანტონიო კოსტას განცხადებით, საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, ევროპა კი სერიოზულად უნდა მიუდგეს გაფართოების პროცესს. ამის შესახებ მან ბერლინში მიმდინარე სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე განაცხადა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.  

"უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ გაფართოების პროცესს, რომ იმედი არ უნდა გავუცრუოთ იმ მაღალი მოლოდინებისთვის, რასაც გაფართოება ქმნის ამ ქვეყნებში. ჩვენ თუ ძალიან სერიოზულად არ მივუდგებით ამ პროცესს, მოლოდინების იმედგაცრუებისთვის მომავალში უკუშედეგით დავზარალდებით. რას ნიშნავს ეს – პირველ რიგში, ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება ძალისხმევის გაღება მათი ინსტიტუციების რეფორმებისთვის, თუმცა ევროკავშირს ასევე სჭირდება საკუთარი ინსტიტუტების რეფორმა. ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, ჩვენი ამჟამინდელი წესებით ვერ შევძლებთ ახალი წევრების მიღებას. ჩვენ თუ გვსურს ვიყოთ სერიოზულები და იყოს შედეგი მიწვევისას, გვჭირდება ძლიერი ევროპული საყრდენები, რათა მივიღოთ ეს ახალი წევრები ჩვენს ოჯახში და მათ აქ ელოდებიან," - აცხადებს პორტუგალიის პრემიერი

დღის ამბები