ევროპარლამენტის დეპუტატი ესპანეთიდან ნაჩო სანჩესი აცხადებს, რომ ევროპული ოჯახი მზაობას გამოთქვამს საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ მან ევროპელი სოციალისტების ყრილობაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის მომავალსა და ორგანიზაციის გაფართოების მნიშვნელობაზე სოციალ-დემოკრატიული გაერთიანების ლიდერები საუბრობენ.
"ევროპის პროგრესულმა ოჯახმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენი სურვილია, ახლა, ის, რაც გვჭირდება არის ქვეყანაში პოლიტიკოსების და პოლიტიკური გარემოს აქტიურობა.
უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, პოლიტიკური აქტორები ერთად უდნა დასხდნენ და ისაუბრონ პროევროპულ დღის წესრიგზე. ამავდროულად მინდა მოვუწოდო ენჯეოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესს, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ნებისმიერ ადგილას, რადგან ადგილზე მეტად მნიშვნელოვანი აქ შინაარსია. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მზადყოფნას შემოერთებისთვის და კანდიდატის სტატუსს თქვენი ქვეყნისთვის,"- აცხადებს სანჩესი.