საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუანდაში დასრულებულია. ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული აგრესია და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ქართული მხარე უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერებთან.
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში 20-ზე მეტი შეხვედრა გამართა. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია აფრიკაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.
"შევხვდით პარლამენტის წარმომადგენლებს იმ ქვეყნებისას, რომლებიც დღემდე თავს იკავებენ გაეროში საქართველოზე იძულებით გადაადგილებულ პირთან დაკავშირებულ რეზოლუციისთვის მხარდაჭერაზე და ამიტომაც მქონდა საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც ყველა ქვეყანამ დაგვიდასტურა და მეორეს მხრივ მხარდაჭერა რეზოლუციის," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.