რუმინეთის მთავრობა NATO-ს მოხალისეობრივი დახმარების ფარგლებში 1,4 მილიონ დოლარს პარტნიორების მედეგობისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოყოფს. აღნიშნული თანხიდან საქართველოსთვის 300 ათასი აშშ დოლარი გამოიყოფა.
დახმარების პაკეტი ასევე გულისხმობს უკრაინის, მოლდოვისა და იორდანიის ფინანსურ მხარდაჭერას თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის.
შესაბამის ინფორმაციას Twitter-ის გვერდზე საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ ავრცელებს.