15 ნოემბერი 2024,   06:10
ვრცლად
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ

საჭიროა ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პასუხს აგებინებს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის - ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო უწყების პირველი პირები აცხადებენ.

ისინი  ევროკავშირსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ.

ერთობლივ განცხადებაში ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ამჟამად არ არსებობს სასამართლო ან ტრიბუნალი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის რუსეთის ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს და აუცილებელია ეს "ხარვეზი აღმოიფხვრას".

დღის ამბები