ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, რომ შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დახვედრის ცერემონია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს ჯერ პირისპირ შემდეგ გაფართოვებულ ფორმატში შეხვდა.
დაგეგმილია შეხვედრები მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, და პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინიოვის პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა.
"ჩვენთვის, ქართველებისა და მოლდოველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი - ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, რომ შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება, ჩვენი ხალხების ევროპული ოცნების შესრულება. ჩვენი მომავალი გახლავთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ღირებულებით სფეროში ევროპის. ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა თავისუფლად განვვითარდეთ უსაფრთხოების და კეთილდღეობის ფარგლებში. დიალოგი, ორმხრივი თანამშრომლობა, ღირებულებებისა და გამოცილებების გაზიარება გახლავთ ევროპული ინტეგრაციის ნაწილი, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყნებს გააძლიერონ თავიანთი ევროპული კურსი. ასევე, ეს დაეხმარება მოქალაქეებს იცხოვრონ თავისუფალ სამყაროში, თავისუფალ მსოფლიოში," - განაცხადა მაია სანდუმ.