ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ლაშა კილაბერია თითქმის 2 კვირაა ქვეყანაში არ იმყოფება, გავრცელებული ინფორმაციით, ის ამერიკაში ემიგრაციაში წავიდა.
ლაშა კილაბერიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა თანაგუნდელები ადასტურებენ ფაქტს, რომ კილაბერია ფრაქციის თავმჯდომარე აღარ არის, მან ქვეყანა დატოვა, თუმცა პარტია არ დაუტოვებია.