15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება

ეკონომიკის მინისტრი ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება. ლევან დავითაშვილი სიტყვით პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე გამოვიდა. მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგული.

მან ჩეხეთის მთავრობის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სავაჭრო თანამშრომლობის განხილვის შესაძლებლობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთის ინდუსტრიისაა და ვაჭრობის მინისტრთან, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და ქვეყნების სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან. 

დღის ამბები