"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს მიმართავს, გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვოს ის პირები, რომლებმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინეს.
ოფიციალური მიმართვა ზვიად კუპრავამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეიტანა.
ეს ადამიანები არიან: მებაღე დევი მეზურნიშვილი, სასწრაფოს უფროსი ექიმი მარი მამუკიშვილი; სასწრაფოს უმცროსი ექიმი ლექსო დარასელია; სასწრაფოს უმცროსი ექიმი გიორგი ჭანტირიძე; სასწრაფოს უფროსი ექიმი ნონა კაჭარავა; სასწრაფოს უფროსი ექიმი ნონა დევდარიანი; კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის” ექიმი დავით ციბაძე; სასწრაფოს უმცროსი ექიმი რუსუდან მაზმიშვილი; სასწრაფოს მძღოლი კახაბერ გაბრელიანი, რომელმაც საკუთარი ზურგით ატარა ბავშვები სასწრაფომდე; მოქალაქე მეგი ბანცაძე, რომელმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ბავშვებს პირველადი დახმარება გაუწია და გულის მასაჟს უკეთებდა მათ.