15 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
კანონპროექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ასევე მმართველობის პრინციპებს - ირაკლი კობახიძე გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესზე

ვინ დაუჭერს მხარს გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს. პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ წესით მას ორჯერ ვერ აირჩევენ, პარლამენტი გენპროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ერთი წლის ვადით აირჩევს.

ინიციატორი უმრავლესობაა. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კანონპროექტი სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

"კანონპროექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ასევე მმართველობის პრინციპებს. ამ კუთხით ეს კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გაუმართავია. ამაზე საუბარი გვქონდა გასულ წელს, მაშინ, სწორედ ჩვენი ინიციატივით ამოღებული იყო შესაბამისი ტექსტი კონსტიტუციური კანონპროექტიდან. ამის შემდეგ, ეს ჩანაწერი გაჩნდა 12 პუნქტში, რომელიც წარმოგვიდგინა ევროპულმა კომისიამ. ეს სამწუხაროა. აქ არის დარღვეული სამართლებრივი და მმართველობითი პრინციპები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაცია, ამის გათვალისწინებით ჩვენ წარმოვადგენთ ამ კანონპროექტს და ერთხმად დავუჭერთ მხარს. ეს არის უმრავლესობის პოზიცია. თუ ოპოზიციიდან ვინმე ამ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, ამ შემთხვევაში აშკარა იქნება, რომ ეს ადამიანები მიდიან 12 პუნქტის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილები დღეს პლენარულ სხდომაზე გავა.

დღის ამბები