15 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
"ტრაგედიის გაპოლიტიკურების მცდელობა ვნახეთ და არ ვარგა ეს ხალხო, ამაზრზენია, უბედურებაა" - მამუკა მდინარაძე 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისა და მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებები და ურთიერთბრალდებები ისმოდა. უმრავლესობა ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ოპოზიციამ არ უნდა მოახდინოს ისეთი თემით სპეკულირება, რომელიც ბავშვის გარდაცვალებას უკავშირდება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იკვეთება მომხდარი ტრაგედიის "გაპოლიტიკურების მცდელობა". 

"ტრაგედიით სარგებლობა ვნახეთ, ტრაგედიით მოსარგებლე ადამიანები ვნახეთ, ტრაგედიის გაპოლიტიკურების მცდელობა ვნახეთ და არ ვარგა ეს ხალხო, ამაზრზენია, უბედურებაა. კალაძე გადადგეს, მიუხედავად იმისა  მან ეს პასუხისმგებლობა ამგვარად უნდა გაიზიაროს თუ არა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება დამნაშავე, ვინ რა შესცოდა, ვინ რა არ შესცოდა, რას დაადგენს გამოძიება... ამ ყველაფერის მიუხედავად ითხოვენ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობას, სისხლს, იმიტომ რომ ეს არის მათი პოლიტიკური ბუნება. ვინ რას აკეთებს, რა მორალის არის, რა ხარისხის საქმეს უზრუნველყოფს, ეს არ აინტერესებთ,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყველა, ვინც კი დამნაშავე პირია, გამოიკვეთება.  

"კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგასრულათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში ასევე მთელს საქართველოში. ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ ეს გაანეიტრალოთ, მაგრამ ეს არ გამოგივათ,"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.  

დღის ამბები