15 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ოპოზიციამ სახალხო დამცველობის კანდიდატებზე კონსულტაციები გამართა - ვინ წარადგინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანდიდატად

ოპოზიციამ სახალხო დამცველობის კანდიდატებზე კონსულტაციები გამართა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა სუბიექტი წარადგინა, რომლებიც არასამთავრობოებმა დაასახელეს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით არსებობს რისკები, ვინაიდან "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს სუბიექტური ინტერესი მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატ​ს.

"რისკები დაკავშირებულია მათ შორის იმასთან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს სუბიექტური ინტერესი მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატს. დღეს მთლიანად სახალხო დამცველის ოფისი დაკომპლექტებულია "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებით, აქედან გამომდინარე თუ ვერ აირჩევა ახალი ომბუდსმენი მათ ისედაც რჩებათ სრული კონტროლი ამ ოფისზე. ეს აძლიერებს რისკებს, მაგრამ დავიტოვოთ იმედი რომ მოხდება პოზიციების შეჯერება კანდიდატთან დაკავშირებით,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ სხვა პარტიებს კი ექნებათ ვალდებულება კანდიდატების რაოდენობა 7-მდე შეავსონ. ოპოზიციას საკუთარი კანდიდატების დასახელებისთვის 3 დღე აქვს. მინიმუმ 7 კანდიდატი პარტიებმა სპეციალური კომისიის მიერ შეფასებული 19 კაციანი სიიდან უნდა შეარჩიონ და 21 ოქტომბრამდე დაასახელონ. ჯერ უცნობია ჩამოყალიბდებიან თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე.

დღის ამბები