გრინსერვცის პლიუსის დირექტორი კურიერის კამერის წინ, საკუთარ ოფისში დააკავეს, ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ის ლილოს დასახლებაში, ვაკისპარკის შადრევნის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი "გრინსერვის პლიუსის" ოფისში, რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ აიყვანეს.
ფურცხვანიძის გარდა, 13 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებლობა კიდევ 8 პირს დაეკისრა - მათ შორის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილს. შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში გრინსერვისპლიუსთან ის პირად კონტაქტზე იყო.
6 დღიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რამ გამოიწვია ვაკის პარკის შადრევანში ელექტროენერგიის გავრცელება, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიზეზი კერძო შემდუღებლების მიერ დაზიანებული ელექტროსადენი გახდა, მოვლენები კი გამოძიების ინფორმაციით ასე განვითარდა - შადრევნის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ გრინსერვისპლიუსს სამუშაოების დასრულებამდე, დამკვეთმა - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შავი წყლის მილების უჟანგავი თეთრი ფერის კონსტრუქციით შეფუთვა დაავალა. თავის მხრივ, გრიუნსერვისმა სამუშაოები "ნიუმეტალ დიზაინს დაუკვეთა", ამ კომპანიამ კი, 2 კერძო შემდუღებელი დაიქირავა. შავი მილები თეთრად შეფუთეს, თუმცა შემდუღებლებმა ამ პროცესში შადრევნის წყალქვეშა ძრავისს ხუფი ჯერ მოხსნეს, შემდეგ კი ისევ დაახურეს და მასში ელექტაროსადენი ისე მოაყოლეს, რომ დაზიანდა და წყალზე დენი გაატარა. შადრევანი საშიში ტრაგედიამდე 21 დღით ადრე გახდა. კერძო შემდუღებლების ჩატარებული სამუშაოები, რამაც სადენის დაზიანება გამოიწვია, არავის - არცერთ რგოლს არ შეუმოწმებია.
გამოძიების ინფორმაციით, კიდევ ერთ ეპიზოდში იკვეთება გრინსერვისის ხელმძღვანელის და კიდევ ერთი კომპანიის ":მშენეექსპერტის" ბრალელუობა, საუბარია მიღება ჩაბარებს აქტის მოზადებაზე, რა დროსაც, ლაშა ფურცხვანიძემ - რონეამის ვალდებულება ლაშა ფურცხვანიძის კომპანიას ჰქონდა, რომელმაც მერიაში ყალბი ექსპერტიზა წარადგინა.
დაკავებულები ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. აღიარებენ თუ არა უსაფრთხოების წესების დარღვევას და სამსახურებრივ გულგრილობას ბრალდებულები უცნობია.
შადრევანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ვაკის პოლიციის მთავარი სამმართველოში 24-საათიანი გამოკითხვები მიმდინარეობდა. სამჯერ დაიბარეს გრინსერვის პლიუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ბოლო 4-საათიანი ჩვენების შემდეგ, მან საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
13 ოქტომბრის ტრაგედიის ირგვლივ გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით გრძელდება. კიდევ ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ტრაგედიაზე, რომელმაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულთა წრის გაფართოებას აანონსებს. უკვე დაკავებულ 9 პირს სამსახურებრივი გულგრილობის, უსაფრთხოების წესების დარღვევის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებებს ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ გააცნობენ.