15 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
წუთიერი დუმილით გახსნილი პარლამენტის პლენარული სხდომა - რა პოლიტიკური შეფასებები ისმოდა საკანონდმებლო ორგანოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე 

პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა დაღუპული გოგონას, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. შალვა პაპუაშვილმა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.

წუთიერი დუმილის შემდეგ, დარბაზში პოლიტიკური გამოსვლები დაიწყო და ვაკის პარკის ტრაგედია მალევე იქცა ურთიერთბრალდებების მიზეზად. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი გუნდი გამოძიების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. დარბაზში ისმოდა საპასუხო ბრალდებებიც.

მწვავე იყო ოპოზიციური ფლანგი დედაქალაქის მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრისას, "ქართული ოცნების" წევრები კი ოპონენტებს ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით, ვიწროპარტიული ინტერესების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ და თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

პოლიტიკური ურთიერთბრალდებების გარდა, სხდომათა დარბაზში ოპონენტების მისამართით მხარდამჭერი განცხადებებიც ისმოდა. პარტია "კანონისა და სამართლის" ლიდერი გიორგი ამილახვარის მიერ ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. თაკო ჩარკვიანის თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატს დროში ცდომილების გამო, არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია და ის შეცდომაში შეიყვანეს.

ტრაგედიის ადგილად ვაკის პარკის შადრევანი, 13 ოქტომბერს გადაიქცა, როცა მერვე კლასელი მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე გაუმართავმა ელექტროსისტემამ შეიწირა.

დღის ამბები