15 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
გვინდოდა საარჩევნო კოდექსი 15-16 დეკემბრამდე მიგვეღო, ვიდრე ევროპული საბჭოს სხდომა შედგებოდა, ვენეციის კომისია 13 დეკემბრამდე პასუხს არ გვიბრუნებს, რატომ ხდება ასე არ ვიცი - ირაკლი კობახიძე

გვინდოდა საარჩევნო კოდექსი 15-16 დეკემბრამდე მიგვეღო, ვიდრე ევროპული საბჭოს სხდომა შედგებოდა, ვენეციის კომისია 13 დეკემბრამდე პასუხს არ გვიბრუნებს. როდესაც დაჩქარებული წესით ხდება მოთხოვნა, ვიცით, რომ ხშირად ერთ კვირაშიც კი დაუბრუნებიათ დასკვნა, ამ შემთხვევაში რატომ სჭირდებათ ორი თვე, არ ვიცი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ანრი ოხნაშვილის იდეას გამოეხმაურა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის ეკითხათ აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული მაგალითები უპრეცენდენტოა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება გვაქვს.

"ერთი ცუდი გამოცდილება გვაქვს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, 13 დეკემბრამდე არ გვიბრუნებენ პასუხს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდოდა საარჩევნო კოდექსი 15-16 დეკემბრამდე მიგვეღო, ვიდრე ევროპული საბჭოს სხდომა შედგებოდა. რატომ ხდება ეს ასე არ ვიცი. როდესაც დაჩქარებული წესით ხდება მოთხოვნა, ვიცით, რომ ხშირად ერთ კვირაშიც კი დაუბრუნებიათ დასკვნა, ამ შემთხვევაში რატომ სჭირდებათ ორი თვე, არ ვიცი, ამის გათვალისწინებით შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი დამატებით ამ ვადების გახანგრძლივება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები