15 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
აკმაყოფილებს თუ არა გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი ოპოზიციას

აკმაყოფილებს თუ არა გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი, რომელმაც 126 ხმა მიიღო, საერთაშორისო პრინციპებს - მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების უმეტესობამ წესს მხარი დაუჭირა, დღეს კრიტიკა ისმის, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის მხრიდან.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხარვეზებთან დაკავშირებით მათაც შეუძლიათ საუბარი, მაგრამ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირეს, რადგან ეს ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი პირობაა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ერთმანეთის ჯიბრზე ცუდი კანონი მიიღეს.

"შეთანხმდნენ ცუდ კანონზე იმის მაგივრად, რომ წამომყოლოდნენ იმაზე რაც მე შევთავაზე. სხვა გზა აირჩიეს იმიტომ, რომ ერთმანეთი დააზღვიეს, რომ ვინმეს ჩაგდება არ დაბრალდეს. ერთმანეთის ჯიბრზე ცუდი კანონი მიიღეს ესაა რეალობა,"- აცხადებს იოსელიანი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქართველოს რეფორმები სჭირდება.

"საქართველოს სჭირდება რეფორმები. იმიტომ სთავაზობენ, განსაკუთრებულ რეგულაციას გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებით რომ არ მუშაობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები