"წარსულიდან მომავლისკენ" - ამ სახელწოდებით საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევარებმა ქართულ-ებრაული ურთიერთობების კულტურული და ისტორიული ნამუშევრები წარადგინეს. ადგილზე გამოფენილი იყო უნიკალური ლაილაშის ბიბლია და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები. 30 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია 20 ოქტომბერს დასრულდება.