19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
მორიგი უკანონო დაკავება - ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოხვდა - რა ინფორმაცია აქვთ თანასოფლელებს

მორიგი უკანონო დაკავება - ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება 55 წლის თამაზ გლურჯიძე. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ დააკავეს. მამაკაცი ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, მან ახლობლებს ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან დაურეკა.

თანასოფლელები უკანონოდ დაკავებულს დადებითად ახასიათებენ, თუმცა მათ არ იციან, თუ ვითარებაში გაიტაცეს თამაზ გლურჯიძე.

სუსის ინფორმაციით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები