26 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
წალენჯიხაში დღეს ქართველ მებრძოლს დაკრძალავენ - ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა

წალენჯიხაში დღეს იმ ქართველ მებრძოლს დაკრძალავენ, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე ომს შეეწირა. ედიშერ კვარაცხელია საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს.

ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილეც. მისი დაღუპვის შესახებ, ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. კვარაცხელია მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა.

"2014 წელს წავიდა საქართველოდან, 8 წელი იბრძოდა უკრაინაში. კერძოდ ხერსონის ოლქთან მოხდა ეს ტრაგედია," - ამბობს ოჯახის ახლობელი ბექა ბერაძე.

დღის ამბები