15 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
პარტია "დროას" წევრი და 20 ივნისს დაშავებული კობა ლეთოდიანის შვილი მამის დაზარალებულად ცნობას ითხოვს

პარტია "დროას" წევრი და 20 ივნისს დაშავებული კობა ლეთოდიანის შვილი მამის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ნათია ლეთოდიანმა პარტიაში გააკეთა.

"დროას" წევრის თქმით, კობა ლეთოდიანი პროკურატურის 19 ოქტომბრის მორიგი გადაწყვეტილების მიხედვით კვლავ არ სცნეს დაზარალებულად. ლეთოდიანი ამტკიცებს, რომ 20 ივნისს ნასროლი რეზინის ტყვიებისგან მისმა ოჯახის წევრმა თვალი დაკარგა, რაც დაზარალებულად ცნობის საფუძველია.

"პროკურატურამ გამოგვიგზავნა დადგენილება, კონკრეტულად მამაჩემზე - კობა ლეთოდიანის დაზარალებულის სტატუსის შესახებ და უკვე მეორედ გვითხრა უარი 20 ივნისს თვალდათხრილი ადამიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც დაზარალებული, დაბრმავებული ადამიანის ოჯახის წევრი ყველა გზას და ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი რაღაცნაირად გავწყვიტოთ," - განაცხადა პარტია "დროას" წევრმა ნათია ლეთოდიანმა.

დღის ამბები