15 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
ჩვენი ქვეყანა, დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები გვაქვს - ილია დარჩიაშვილი

სამ საათზე მეტია პარლამენტი საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენს - ილია დარჩიაშვილმა ცოტა ხნის წინ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ უკრაინის შესახებ რეზოლუციას, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული. 

ამ კონტექსტში ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რაც საქართველომ უკრაინის მიმართ ომის დაწყების დღიდან გამოხატა. გამოსვლა კი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ოკუპაციაზე საუბრით დაიწყო. მოსმენის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროინტეგრაციის თემას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპს.

"საქართველო უკრაინასთან მიმართებაში საკმაოდ თანმიმდევრულია. შემთხვევით არ მოვიყვანე მონაცემები – 400-ზე მეტი განცხადება თუ რეზოლუცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეუერთდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული პოზიცია ჰქონდეს. ამიტომ, ვერ მივიღებთ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დუმს. კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები გვაქვს," – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები