15 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: რაზეც წერილში ბიძინა ივანიშვილი მიანიშნებდა, რომ ბანკი იყო შანტაჟისთვის გამოყენებული, ეს პრაქტიკულად გათქვა ვიოლა ფონ კრამონმა, როდესაც პირდაპირ დაუკავშირა რეზოლუცია და ბანკი ერთმანეთს

"ერთადერთი, ჩვენი პოზიცია, იქნება ის, რომ საქართველოში არაფრის ფასად არ დავუშვებთ ომს და არაფრის ფასად არ დავუშვებთ მეორე ფრონტს," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"-ში განაცხადა. 

კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილი გაიხსენა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ბანკი შანტაჟისთვის იყო გამოყენებული. ხოლო, შემდეგ, ეს კავშირი ვიოლა ფონ კრამონმა გათქვა. 

"როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, იქნება უშედეგო. იგივე მინიშნებები იყო ბანკთან დაკავშირებით. ეს მინიშნებები, სხვათა შორის, შემდეგ ვიოლა ფონ კრამონმა გაიმეორა, რაზეც მიანიშნებდა თავის წერილში ბიძინა ივანიშვილი, რომ ბანკი იყო შანტაჟისთვის გამოყენებული. პრაქტიკულად, ეს გათქვა ვიოლა ფონ კრამონმა, როდესაც პირდაპირ დაუკავშირა რეზოლუცია და ბანკი ერთმანეთს. შემდეგ, სცადა უარყოფა, მაგრამ შავით თეთრზე იყო ნათქვამი. ანუ, საბოლოო ჯამში, პირდაპირ ჩანს ეს კოორდინაცია. ვიღაცეებს რაღაცეები წამოცდებათ ხოლმე, რაც კარგია. საზოგადოება, მთავარია, დააკვირდეს ყველაფერს და კარგად წაიკითხოს რეალურად რა ხდება და რა დგას თითოეული ნაბიჯის უკან, რომელსაც დგამენ კონკრეტული ადამიანები, ვისაც სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები