უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა.
"გირჩის" წევრის ჰერმან საბოს შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება მის პირად შეხედულებად აღიქვა.
საბოს თქმით, ამ შემთხვევაში არესტოვიჩის შეფასებები არასწორი იყო.
"შესაძლებელია არ ეთანხმებოდეს იმ წესრიგს, რაც ქართველებს, სომხებს და მოდლოველებს წარმოუდგენიათ. წესრიგები უნდა მყარდებოდეს არჩევნებით და არა ვიღაცეების სურვილით. არესტოვიჩის სტატუსიდან გამომდინარე მისი განცხადება აღვიქვი, მის პერსონალურ შეხედულებად და ასეთს უამრავს ამბობს, ზოგს სწორს და ზოგს არასწორს, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არასწორი შეფასება გააკეთა," - განაცხადა "გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის შეფასებით კი, არესტოვიჩის განცხადება, მისი აზრით, უფრო ხატოვანი და გამამხნევებელი გამონათქვამია, ვიდრე რაიმე სერიოზული ქმედებების მომასწავლებელი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე". ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა ააშენა.