15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების და რუსების გახარების გარდა რას ემსახურება, არ ვიცი - ალეკო ელისაშვილი

უკრაინის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს, ოპოზიციაში აფასებენ.

"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭებას და რუსების გახარებას ემსახურება.

"ბიძინა ივანიშვილს ამით რა დააკლდება, ფული ამით არ დააკლდება და არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ ფუჭდება ჩვენი და უკრაინის ურთიერთობა. სადღაც უნდა გაჩერდეს უკრაინაც და საქართველოც. უნდა გავჩერდეთ და ახალი ეტაპი დავიწყოთ იმიტომ, რომ მკლავს ყოველდღე ასეთი გადაწყვეტილებები. უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების და რუსების გახარების გარდა რას ემსახურება, არ ვიცი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ რამ გამოიწვია უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება უმძიმეს ომში იმყოფება და  მათი კრიტიკა მორალურადაც არ არის სწორი. ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასიხარულო არავისთვის არ უნდა იყოს.

დღის ამბები