პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ასარჩევად განაცხადების მიღება დასრულდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის არის ანა აბაშიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი, გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე, სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი.