"არახამია და გონჩარენკო ძალის დემონსტრირებას გვთხოვდა აფხაზეთში - ყურადღება არ მივაქციეთ! ზელენსკი ხელისუფლებას გვიმუნათებდა - ომში ჩართულ სახელმწიფოს სხვა დროს გავცეთ პასუხიო! და რა მივიღეთ, არშემჩნევით?" - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე არესტოვიჩის განცხადებას, რომ მათ საქართველოში ძალის პროვოცირება და ქვეყნის დახსნა მოუწევთ.
როგორც ქადაგიძე წერს, უკვე ღიად და პირდაპირ იმუქრებიან უკრაინელები საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას.
"ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო"... საქართველოში ძებნილი დამნაშავეები, თანამდებობებზე დანიშნეს - არ შევიმჩნიეთ! სააკაშვილი არაჟნის კონტეინერით შემოგვაპარეს - გავატარეთ! დანილოვი რუსეთთან კავშირში გვადანაშაულებდა - კორექტულად ვცადეთ პასუხის გაცემა! არახამია და გონჩარენკო ძალის დემონსტრირებას გვთხოვდა აფხაზეთში - ყურადღება არ მივაქციეთ! ზელენსკი ხელისუფლებას გვიმუნათებდა - ომში ჩართულ სახელმწიფოს სხვა დროს გავცეთ პასუხიო! და რა მივიღეთ, არშემჩნევით? უკვე ღიად, პირდაპირი ტექსტებით გვემუქრებიან, რომ არ დაზოგავენ ძალას საქართველოს კონსტიტუციური ხელყოფის მცდელობაში! როდემდე ვაპირებთ "სირაქლემას" პოზაში ყოფნას?" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.