03 ივლისი 2024,   12:26
ვრცლად
აშშ-ში ადასტურებენ, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებენ, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსებს უპილოტო თვითმფრინავების მართვაში ეხმარებოდნენ. უკრაინაში რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენებაში თეირანის უშუალო ჩართულობის შესახებ საუბრობს პენტაგონის სპიკერიც.

გენერალი პეტ რაიდერის თქმით, რუსეთი უკრაინაში ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს შიშის დასანერგად იყენებს.


დღის ამბები