15 ნოემბერი 2024,   06:13
ვრცლად
საქართველოსკენ სანამ წამოვლენ, შევახსენებ -ერთი არეულობის მოსურნე, ციხეში გვიზის უკვე - ლევან ნიკოლეიშვილი არესტოვიჩზე

მგონი უფრო უკეთესობისკენ მიდის საქმე, ვიდრე უარესობისკენ - უკრაინელმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება, ამით კი თვითლუსტრაცია ჩაატარეს და ჩვენ კი კიდევ ერთხელ გვითხრეს ვინაა მტერი და ვინ მოყვარე! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს.

"მგონი უფრო უკეთესობისკენ მიდის საქმე, ვიდრე უარესობისკენ- უკრაინელმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება, ამით კი თვითლუსტრაცია ჩაატარეს და ჩვენ კი კიდევ ერთხელ გვითხრეს ვინაა მტერი და ვინ მოყვარე! სანამ საქართველოზე რამეს იტყვის, არესტოვიჩმა, რომ ჯობია ჯერ პირი (თუ უნდა სხვა რამეც!) გამოიბანოს, ამაში ბევრი დამეთანხმება. ისე, მაინტერესებს, რუსებთან მორჩნენ ომს, საქართველოს რომ უტრიალდებიან? იქნებ გამომრჩა და ვინმემ მითხარით, დაიბრუნეს ყირიმი, დონბასი, ლუგანსკი? ნატოში შევიდნენ? ევროკავშირში? ომის, ქალაქების ნგრევისა და ხალხის დახოცვის ხარჯზე ნაშოვნი ფული გაიყვეს თუ ჯერ დაგროვების ეტაპზე არიან? სანამ საქართველოსკენ გაილაშქრებენ, იმაზე არ უფიქრიათ ერთ მშვენიერ დღეს გამწარებული უკრაინელი ხალხი, მათ რომ მოუტრიალდება, სად აპირებენ გაქცევას, რუსეთში თუ ამერიკაში? თუ გაასწრეს საკითხავი ეს არის! საქართველოსკენ სანამ წამოვლენ, შევახსენებ -ერთი არეულობის მოსურნე, ციხეში გვიზის უკვე, თუ არესტოვიჩ-დანილოვ-არახამია-დანილოვებიც დააპირებენ საქართველოში შემოპარვას (ისე ვერასოდეს აქ ჩამოსვლას ვერ ეღირსებიან), მათაც იგივე ბედი ელით-ძალიან მაგარი უსაფრთხოების, თავდაცვის და სამართალდამცავი უწყებები გვაქვს. ოღონდ მერე ერთი ადგილის თამაში არ იყოს - დიარეა მაქვს და გარეთ გამიშვითო, მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკური იქნება თუ სამედიცინო! არც უცხოელი ლობისტების და რეზოლუციები შველის მაგ საქმეს-ჩვენთან არეულობის და გადატრიალების მსურველები ისჯება, უპირატესად კი ჩვენი კანონებით! 
p.s. კელი დეგნანმა კი გვითხრა მე რა შუაში ვარ ზელენსკის კითხეთო, ზელენსკიმ რომ გვითხრას მე რა შუაში ვარ დეგნანს კითხეთო, მერე რა ვქნათ?! ორივე ცალ-ცალკე რომ გვეტყოდნენ რას ფიქრობენ არესტოვიჩის ამ განცხადებაზე ცუდი არ იქნება: ზელენსკის პასუხი დაახლოებით კი ვიცი რაც იქნება - მე არ მცალია, იმდენად დაკავებული ვარ ჩემები ამბობენ ჩემს სათქმელსო. მე ახლა უფრო კელი დეგნანის პასუხი მაინტერსებს, მისი პირადი აზრი ამ საკითხზე, თორემ მალე ვადა ეწურება, და მერე სხვას უნდა ვკითხოთ...ზოგსაც კი უნდა მოვკითხოთ!" - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

დღის ამბები