"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის გარემოცვის მიმართ დაწესებული სანქციები გაფართოვდეს და მათზე სანქციების დაწესების მოთხოვნით, უკრაინამ ევროკავშირსა და აშშ-საც მიმართოს:
"უკრაინის სახელმწიფო სანქციებზე მუშაობს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩამონათვალი რომელიც არის განკარგულებაში და რომელსაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი, რა თქმა უნდ არის მათ შორის პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობის შედეგი. მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება ამ განკარგულებას და შევა ძალაში, უკრაინის სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გამო, მიმართავს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებზე, ვინც არის ჩამონათვალში, კიდევ უფრო გაფართოვდეს სანქციები,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.