15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე აქტიური გუნდი მუშაობს უკრაინაში და მუშაობს თავად სააკაშვილისთვის

უკრაინის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს, საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ნაცვლად უკრაინა და საქართველო პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაებნენ.

"ის, რომ ჩვენ არა ქვეყნების დონეზე ვთანამშრომლობთ, რომელთაც მსგავსი სტრატეგიული ინტერესები აქვთ, არამედ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთეთ.

იქ არის ბატონი ლორთქიფანიძე, თუ არ ვცდები იქ არის მერაბიშვილი და ადეიშვილი ანუ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე აქტიური და კომპეტენტური გუნდი მუშაობს უკრაინაში და მუშაობს მიხეილ სააკაშვილისთვის, ანუ რუსეთს აწყობს თუ ვის აწყობს, მე მგონი მიხეილ სააკაშვილს აწყობს ის, რაც ხდება, ბიძინა ივანიშვილს რამდენად აწყობს, სადამდე მოიყვანა სიტუაცია, ეგ არ ვიცი," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმაც:

"მმართველ პარტიის მხრიდან განმარტებები გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქვეყანაში ოლიგარქია მართავს და არა რომელიმე პარტია ან პოლიტიკოსი. რომელი ომის დამწყებია საქართველო, თანაც რუსეთთან და ვის შეიძლება ეს იდიოტური აზრი მოუვიდეს თავში ან ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

დღის ამბები