ვინ გახდება დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი? პარტია 6 კანდიდატს განიხილავს, მათგან სამს აქტიურად. მათ შორისაა თემთა პალატის ლიდერი პენი მორდაუნტი, რომელმაც პირველმა დააფიქსირა, რომ ბრძოლაში შედის. პარტიაში სიმპატიებით უყურებენ - ფინანსთა ყოფილ მინისტრს რიში სუნაკსაც, რომელიც წინა არჩევნებში ლიზ ტრასის მთავარი მეტოქე იყო.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ფინანსთა მინისტრს 100 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს. აუხდებათ თუ არა ბრიტანელებს ყოფილი პრემიერის ესპანურად ნათქვამი სიტყვა - "შეხვედრამდე"? ეს ცნობილი ერთ კვირაში გახდება. ფაქტია, რომ ბორის ჯონსონმა კარიბის კუნძულებზე შვებულება უკვე შეწყვიტა და ლონდონში გაემართა. კონსერვატორული პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები ორშაბათს დღის 2 საათამდე გახდება ცნობილი.