ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა, სანქციების საკითხზე მეტად შევიდეთ პოლემიკაში, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა გრძელდება.
"სამწუხარო მოვლენაა, ამაზე კომენტარი არაერთხელ უკვე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას, ისინი არიან ომის მდგომარეობაში და არ გვინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მეტად შევიდეთ ასე ვთქვათ პოლემიკაში. არის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა და სამწუხაროდ, ასე გრძელდება," – განაცხადა კობახიძემ.