15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის, მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი  მხარდაჭერის იმედი აქვს.

"იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის.

მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე.

საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი  მხარდაჭერის იმედი აქვს," - წერს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები