"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის პატრონაჟით ტექნოლოგიური ფესტივალი - Femtech Fest გაიმართა, რომლის მიზანია ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში, ინოვაციებსა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ფოტოგრაფიის, ანიმაციის, სოციალურ ქსელებზე დაფუძნებული ბიზნესების მასტერკლასები. სტარტაპერებისთვის გაიმართა კონსულტაციები. მონაწილეები გაეცნენ ქართულ ტექნოლოგიურ მიღწევებს, ასევე მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს.
Femtech Fest - "ქართული ოცნები" ქალთა ორგანიზაციამ დააფუძნა და საქართველოში პირველი საერთაშორისო ტექნოლოგიური ფესტივალია ქალებისთვის.