27 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
დუშეთში სახალხო დღესასწაული "დუშეთობა-მთაბარობა" აღინიშნა

დუშეთში სახალხო დღესასწაული "დუშეთობა-მთაბარობა" აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. მათ შორის, მოეწყო საბავშვო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ცეცხლოვანი შოუს ჩვენება; ღონისძიება მუსიკალურად ადგილობრივმა და მოწვეულმა ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ანსამბლებმა და მუსიკალურმა ჯგუფებმა გააფორმეს.

"დუშეთობა-მთაბარობის" სახალხო დღესასწაულს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

დღის ამბები