15 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
"ააშენე საქართველო" - ამ სახელწოდებით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში ახალ ორწლიან პროექტს იწყებს

"ააშენე საქართველო" - ამ სახელწოდებით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში ახალ ორ წლიან პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერებისა და ახალგაზრდების ჩართულობა მეტი ჩართულობა მიმდინარე პროცესებში, რათა მათ ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. პროექტს უკვე ყავს 60 მონაწილე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენი ყველა პარტნიორი მეგობარი და კოლეგა ერთად შევიკრიბეთ, ამ პროექტის "ააშენე საქართველოს" დასაწყებად. ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს ლიდერებს საქართველოში. ისინი წარმოდგენილი არიან, სამოქალაქო საზოგადოებიდან, ასევე აკადემიური, კერძო სექტორიდან, ბიზნესიდან და პოლიტიკიდან. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება წარმატებული პროექტი,"- აცხადებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონ დიპირო.

დღის ამბები