19 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
ფირებზე აღბეჭდილი საუკუნოვანი ისტორია - კოტე მარჯანიშვილის სამგლოვიარო პროცესია

პუბლიცისტი თამაზ ხმალაძე და სცენარისტი ვალერიან სულაკაური სტუდია "მემატიანეში" აღმოჩენილ უნიკალურ კადრებში აღბეჭდილი დიდი ქართველი მწერლების ამოსაცნობად შეიკრიბნენ. ეს მასალა აქამდე არავის უნახავს.

1928 წელს გადაღებულ დოკუმენტურ მასალაში, მაქსიმ გორკის თბილისში აღნიშნული 60 წლის იუბილეა აღბეჭდილი - მწერალს მიხეილ ჯავახიშვილის გარდა სხვა ქართველი კოლეგებიც ხვდებიან.

კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის 89 წლის წინ გადაღებულ კადრებში, ვალერიან სულაკაურმა ამოიცნო მისი რეპრესირებული ბიძა - პედაგოგი და სცენარისტი სამსონ სულაკაური, რომელიც სანამ სტალინურ რეპრესიებს საკუთარ თავზე გამოცდიდა, რამდენიმე წლის განმავლობაში მარჯანიშვილის ასისტენტად მუშაობდა.

1933 წელს გადაღებულ კადრებში ეპოქის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ამოცნობაში თეატრმცოდნე აკაკი კუჭუხიძე დაგვეხმარა.

სტუდია მემატიანეს დირექტორის, დოკუმენტალისტ რეზო მახათაძის მიერ აღმოჩენილი მასალით უკვე დაინტერესდა საქართველოს ეროვნული არქივი - რამდენიმე დღეში კადრების დამუშავება უმაღლესი ხარისხის სკანერით მოხდება, რაც მკვლევარებს ახალი აღმოჩენების შესაძლებლობებს მისცემთ.

ავტორი: ზაკ მირიანაშვილი

დღის ამბები