ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა.
შემთხვევა ორი დღის წინ თბილისის ცენტრში მოხდა. ოთხ პირთან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ დაკავებულმა მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, დაშავდა 3 პირი - ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.