სახალხო დამცველის რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ოპოზიცია - ხელისუფლების ოპონენტებს ამ მიმართულებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ნაწილს უკვე გადაწყვეტილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს - ნაზი ჯანეზაშვილს, ანა აბაშიძესა და გიორგი ბურჯანაძეს მისცეს ხმა, ნაწილი გადაწყვეტილებას მოსმენების შემდეგ მიიღებს. პარტია "გირჩი" კი საკუთარ კანდიდატს, იაგო ხვიჩიას უჭერს მხარს.
"სახალხო დამცველმა უნდა შეძლოს და გააგრძელოს ინსტიტუტის დამოუკიდებლობა, "ქართული ოცნების" პირობებში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული ამავე დროს. თუკი ვინმეზე ხორციელდება იერიში ხელისუფლების მხრიდან, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუციები," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.