27 აგვისტო 2026,   03:14
ვრცლად
ზესტაფონის ტრადიციული დღესასწაული "ზესტაფონქალაქობა" მასობრივი სახალხო, კულტურული, მხატვრული, მუსიკალური და გასართობი ღონისძიებებით აღნიშნა

2-დღიანი ზეიმით აღინიშნა "ზესტაფონქალაქობის" 150-ე საიუბილეო წელი. მოეწყო სახალხო, კულტურული და მუსიკალური ღონისძიებები.

გამოიფინა რეწვის ოსტატების მიერ შესრულებული ნამუშევრები, გაიმართა იმერული ღვინის დეგუსტაცია, ასევე წარმოდგენილი იყო გასტრონომიული კუთხე. დაჯილდოვდა ზესტაფონის 9 საპატიო მოქალაქე - მათ შორის იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

დღის ამბები