15 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი 52.3%-ით გააძვირა

რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი 52.3%-ით გააძვირა. შედეგად, 19 ოქტომბრიდან 1 ტონა ხორბლის ექსპორტი 2 935 რუბლით იბეგრება. 52%-ით გაიზარდა ქერის გადასახადიც, ხოლო სიმინდზე საექპორტო ბაჟი 22,6%-ით შემცირდა. საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ქვეყანა ისევ რუსეთია. ამის გათვალისწინებით, ხორბლის გაძვირებას ქართულ ბაზარზეც ელოდებიან. პროცესებს აკვირდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, უწყება სექტორთან ერთად იმსჯელებს, რათა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც პირველ რიგში მოსახლეობისთვის იქნება მისაღები.

დღის ამბები